ამერიკული დეკლარაცია

ამერიკული დეკლარაცია
ადამიანის უფლებათა და მოვალეობათა ამერიკული დეკლარაცია შინაარსით ძალიან ჰგავს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციას. მასში ჩართული უფლებები ეხება სამოქალაქო და პოლიტიკურ (სიცოცხლის, თავისუფლების, აღმსარებლობის თავისუფლების, ოჯახისა და კორესპოდენციის ხელშეუხებლობის, სამართლიანი სასამართლოს) და ასევე ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებებს (კულტურული ცხოვრების, დასვენების, მუშაობის, სოციალური უზრუნველყოფის). მიუხედავად ამისა, მასში ასევე მოცემულია მთელი რიგი მოვალეობებისა, რომლებიც ეკისრება ამერიკის მოქალაქეებს. მოვალეობები მრავალფეროვანია, დაწყებული სამოქალაქო და სამხედრო სამსახურიდან, მცირეწლოვანი ბავშვების ხელშეწყობის, განათლებისა და დაცვიდან დამთავრებული გადასახადების გადახდის ვალდებულებით. ბევრი მოვალეობა უკავშირდება გარკვეულ უფლებებს, მაგალითად, მოქალაქე ვალდებულია „მიიღოს, სულ ცოტა, დაწყებითი განათლება“ (მუხლი XXXI), რაც უკავშირდება განათლების უფლებას. მსგავსად ამისა, არჩევნებსა და მთავრობაში მონაწილეობის უფლება უკავშირდება არჩევნებში მონაწილეობის ვალდებულებას, ხოლო მუშაობის ვალდებულება „იმდენად, რამდენადაც ამის საშუალებას იძლევა უნარი და შესაძლებლობა“ (მუხლი XXXVII) უკავშირდება მუშაობის უფლებას ღირსეულ პირობებში. თუმცა დეკლარაცია არ არის ხელშეკრულება, ამერიკული სასამართლო აღნიშნავს, რომ მას შეიძლება ჰქონდეს სავალდებულო სტატუსი: „ამერიკული დეკლარაციის სტატუსის განსაზღვრისათვის აუცილებელია დღევანდელი ამერიკათაშორისი სისტემის გადახედვა იმ ევოლუციის თვალსაზრისით, რომელიც მან გაიარა დეკლარაციის მიღების შემდეგ, და არა იმ ნორმატიული ფასეულობისა და მნიშვნელობის შემოწმება, რომელიც ამ დოკუმენტს ჰქონდა 1948 წელს“ (საკონსულტაციო შეხედულება OC-10/89, პარაგ. 37). იმის გათვალისწინებით, რომ ამერიკულ კომისიას ეკისრება დეკლარაციაში მოცემულ ნორმათა დაცვის ვალდებულება, ხოლო დეკლარაციას ხშირად მიმართავს გენერალური ასამბლეა, სასამართლომ დაასკვნა, რომ დეკლარაცია წარმოადგენდა ორგანიზაციის ქარტიასთან დაკავშირებულ საერთაშორისო ვალდებულებათა წყაროს (პუნქტი 45). შესაბამისდ, სასამართლომ დაასკვნა, რომ დეკლარაციას ჰქონდა გარკვეული სამართლებრივი გავლენა და რომ სასამართლოს ჰქონდა მისი განმარტების უფლება გარკვეული გარემოებებისას (პარაგ. 47). ამერიკის სახელმწიფოთა ორგანიზაციის ყველა ქვეყანას არ მოუხდენია კონვენციის რატიფიცირება, აქედან გამომდინარე, დეკლარაცია კვლავაც შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ზოგიერთ სახელმწიფოში ადამიანის უფლებათა ვალდებულებების დაცვასთან დაკავშირებით. ამას ადასტურებს ამერიკული კომისიის მუშაობა (ქვემოთ).
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.

Georgian encyclopedia. 2013.

Поможем написать реферат

Полезное


Смотреть что такое "ამერიკული დეკლარაცია" в других словарях:

  • ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია — ევროპისგან განსხვავებით, ამერიკის სახელმწიფოებს აქვთ მხოლოდ ერთი დიდი რეგიონული ორგანიზაცია, რომელიც საკმაოდ დიდ ყურადღებას აქცევს ადამიანის უფლებათა დაცვას – ეს არის ამერიკულ სახელმწიფოთა ორგანიზაცია. წინამდებარე თავში განხილულია ადამიანის… …   Georgian encyclopedia

  • გლობალიზაცია — • ტერმინი გლობალიზაცია ინგლისურ სიტყვა globe ს უკავშირდება, რაც დედამიწას, გლობუსს ნიშნავს, ხოლო global მსოფლიოს, გლობალურს. გლობალიზაციის ტერმინის გამოჩენა დაკავშირებულია ამერიკელი სოციოლოგის რ. რობერტსონის სახელთან, რომელმაც ის 1983 წელს… …   Georgian encyclopedia


Поделиться ссылкой на выделенное

Прямая ссылка:
Нажмите правой клавишей мыши и выберите «Копировать ссылку»